კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თბილსერვისის“ მემანქანე - ვემიჯნებით ირაკლი ბაღდავაძეს, რომელიც ჩვენგან შეუთანხმებლად აკეთებს ცრუ განცხადებებს

ნახვები: 373 „თბილსერვისის“ მემანქანე - ვემიჯნებით ირაკლი ბაღდავაძეს, რომელიც ჩვენგან შეუთანხმებლად აკეთებს ცრუ განცხადებებს

„თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები, რომლებმაც 7 აგვისტოს აქცია გამართეს, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მედიასთან განცხადებები გააკეთეს.

მათი თქმით, სამწუხაროა, რომ გაფიცვა, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ შრომითი პირობების გაუმჯობესება იყო, პოლიტიკური ინტერესების საგნად იქცა.

„თბილსერვისის" მემანქანეები ასევე გამოეხმაურნენ აქციის ერთ-ერთი წარმომადგენელის, ირაკლი ბაღდავაძის ბოლოდროინდელ სატელევიზიო კომენტარებს და აღნიშნეს, რომ ის მათთან შეუთანხმებლად აკეთებს აბსურდულ განცხადებებს და სარგებლობს გაფიცულთა სახელით.

„თბილსერვისის" მემანქანის, მიხეილ ამოევის განმარტებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა საკითხზე.

მისივე თქმით, ირაკლი ბაღდავაძის განცხადებები არ არის თანხვედრაში გაფიცულთა სამუშაო ჯგუფის მოსაზრებებთან.

„დღეს აქ შევიკრიბეთ, რადგან ძალიან გვეწყინა ჩვენი ერთი თანამშრომლის განცხადებები, რომელიც ჩვენ გარეშე ლაპარაკობს ტელევიზიებით და ამბობს სიცრუეს. ყველა ტელევიზიასთან მიდის ჩვენგან შეუთანხმებლად. რასაც ის ამბობს, ბევრი რამე არის სიცრუე. თუნდაც ის განცხადება, რომ თითქოს აქ თანამშრომლები ხელის გატკაცუნებაზე მუშაობებ და რადგან თვითონ არის ქართველი, ამას არ აკეთებს. ეს არ არის ლამაზი, ეთნიკური კუთხით ლაპარაკი. აქ ქურთიც მუშაობს, ქართველის, სომეხიც, რუსიც და შეურაცხყოფაა ამის თქმა. გვაჩვენოს ფაქტები, რაზეც ლაპარაკობს, ჩვენ ასეთ ფაქტებს არ შევსწრებივართ", -აღნიშნა მიხეილ ამოევმა.

„თბილსერვის ჯგუფის" მემანქანეები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოყენებულ ყველა მოთხოვნაზე ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი პასუხი და ხელფასების მატების საკითხიც მალე გადაწყდება.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა