სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

მამუკა ხაზარაძე - ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები - ვიწვევ "ლელოს" გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს

ნახვები: 531 მამუკა ხაზარაძე - ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები - ვიწვევ "ლელოს" გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე! ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები!, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 3 მარტს „ლელოს“ გაფართოებული პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

„დღეს, პარლამენტის კომიტეტზე, აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომლის შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს. კანონპროექტის პუნქტობრივ განხილვაში შესვლა დიდი შეცდომაა, ეს არის რუსული კანონი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ბოლო 30 წელია ამაგრებენ.

ეს კანონპროექტი მიმართულია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ეს აწყობს აგრესორ რუსეთს, რომ უფრო მეტად მოგუდოს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე! ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები!

ხვალ ვიწვევ "ლელოს" გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს. მიღებული გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ვაცნობებთ ქართველ ხალხს”, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა