კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - მთავარსარდალს ვუთხარი, რომ გამონახოს შესაბამისი ძალები ბახმუტში ბიჭების დასახმარებლად

ნახვები: 494 ვოლოდიმირ ზელენსკი - მთავარსარდალს ვუთხარი, რომ გამონახოს შესაბამისი ძალები ბახმუტში ბიჭების დასახმარებლად

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზაუჟნის ვუთხარი, რომ გამონახოს შესაბამისი ძალები ბახმუტში ბიჭების დასახმარებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, შტაბის სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნისთან და აღმოსავლეთ ჯგუფის მეთაურთან, გენერალ ალექსანდრე სირსკისთან ბახმუტის საკითხი განიხილა და პირდაპირ ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ თავდაცვის ოპერაციის გაგრძელებას ბახმუტის მიმართულებით - ჯარების გაყვანით თუ თავდაცვის გაგრძელებითა და ქალაქში გამაგრებით.

 

„მათ მიპასუხეს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვა და არა ჯარები გამოვიყვანოთ. სარდლობამ ამ პოზიციას ერთხმად დაუჭირა მხარი. სხვა პოზიცია არ ყოფილა მთავარსარდალს ვუთხარი, რომ გამონახოს შესაბამისი ძალები ბახმუტში მყოფი ბიჭების დასახმარებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არ არსებობს უკრაინის ნაწილი, რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ მისი მიტოვება შეიძლება.

„ბახმუტმა გამოიღო და იძლევა ერთ-ერთ უდიდეს შედეგს მთელი ამ ომის დროს, დონბასისთვის მთელი ბრძოლის განმავლობაში და მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც იბრძვის ამ ურთულესი მიმართულებით, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხისთვის, ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ უკრაინის ყველა ნაწილს. როცა დრო მოვა, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა