კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ყაველაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იგი პარლამენტში დღეს ისევ იგინებოდა

ნახვები: 488 ყაველაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იგი პარლამენტში დღეს ისევ იგინებოდა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო, ბოდიშს უხდის საზოგადოებას, თუმცა არა მათ, ვის მიმართაც უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

ყაველაშვილის თქმით, პოლიტიკოსია თუ სხვა, როცა სიტყვა მოღალატეს ახსენებს, უნდა დაფიქრდეს ამ სიტყვის მნიშვნელობაზე და ფაქტებით ისაუბროს.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ამის გამო არც ბოდიში მოუხდია საზოგადოებისთვის.

„ბოდიშის მოხდა ჩემთვის ნამდვილად არ არის მიუღებელი თემა, საზოგადოებას ნამდვილად ვუხდი ბოდიშს, შეიძლება, ჩემი უცენზურო სიტყვები გაიგონა, ამისთვის ნამდვილად ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც გამოვიყენე უცენზურო სიტყვები, ნამდვილად არ მოვუხდი ბოდიშს. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიტყვა მოღალატის მნიშვნელობა. არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ დიდი სასჯელია, ხვრიტავდნენ ხოლმე ადამიანებს მოღალატეობის გამო და უნდა დაფიქრდნენ. შემდეგ გამოასწორა და ვეღარ გაბედა ამ სიტყვის თქმა. ამიტომ ადამიანმა, პოლიტიკოსია თუ სხვა, წინასწარ უნდა იცოდეს, ფაქტებით უნდა ისაუბროს. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფაქტებით ვსაუბრობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩატარდეს საკომისიო გამოძიება პარლამენტში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უღალატა სამშობლოს, ტერიტორიები ჩააბარა მტერს და შემდეგ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება, ამის შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა მტერს, რუსეთს და არანაირი სანქცია არ დაუწესებია. ეს ძალა გახლავთ, ამ ძალას არც ბოდიში მოუხდია ქართველი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა