ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გურამ მაჭარაშვილი - „ქართულ ოცნებას“ კონკურენცია ისევ „ნაცმოძრაობასთან“ უწევს, პოლიტიკური პარტიები თუ ვერ შეძლებენ ამ პარტიის ჩანაცვლებას, „ნაცმოძრაობა“ მათ განვითარების საშუალებას არასდროს მისცემს

ნახვები: 339 გურამ მაჭარაშვილი - „ქართულ ოცნებას“ კონკურენცია ისევ „ნაცმოძრაობასთან“ უწევს, პოლიტიკური პარტიები თუ ვერ შეძლებენ ამ პარტიის ჩანაცვლებას, „ნაცმოძრაობა“ მათ განვითარების საშუალებას არასდროს მისცემს

„ქართულ ოცნებას" კონკურენცია ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან" რომ უწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებენ და ოპოზიციაში ამ პარტიას ვერ ჩაანაცვლებენ, მათ „ნაცმოძრაობა" საშუალებას არასდროს მისცემს, რომ განვითარდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატმა ოპოზიციის შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს განვითარების საშუალება მიეცეთ, რათა ხელისუფლების ჯანსაღი კონკურენტები გახდნენ.

„ყველა პოლიტიკურმა ძალამ ნება უნდა იბოძოს და ამ არჩევნებისთვის მოემზადოს. თუ 2024 წლისთვის სხვა პოლიტიკური პარტიები არ მოემზადებიან, 2024 წლისთვის არაფერი განსხვავებული მოცემულობა არ იქნება. ოპოზიცია რომ არ ემზადებოდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეს სახეზეა, რადგან კანდიდატებს ან ვერ პოულობენ, ან ოჯახის წევრებს ასახელებენ, ან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ასახელებენ. ბუნებრივია, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება მათ საარჩევნო შედეგებზე. პოლიტიკურ პარტიებს ვერ ექნებათ ვერანაირი პერსპექტივა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" იტყვის, რომ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა. ამ პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი ცნობილია საერთაშორისო დონეზე და მათი სავიზიტო ბარათია - სისტემური დანაშაულის მქონე პოლიტიკურ ძალა. ბუნებრივია, სანამ სხვა პოლიტიკური ძალები ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, პერსპექტივა არ ექნებათ არც პარლამენტში, არც საკრებულოში. თვითმმართველობის არჩევნებზე მათი შანსები ძალიან მცირეა, შეიძლება სადღაც საკრებულოში ერთი ან ორი წევრი შეიყვანონ, მაგრამ ეს პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის, ვერ განვითარდებიან, სანამ ასეთ პოლიტიკურ ლაბირინთში ამყოფებთ ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა