თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საინიციატივო ჯგუფი - დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რადგან არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ აქვთ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა“

ნახვები: 478 საინიციატივო ჯგუფი - დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რადგან არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ აქვთ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა“

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რადგან არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ აქვთ  „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა“.

„დღეს ვუყურეთ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ გახდა იძულებული ორი მოთხოვნიდან ერთი შეესრულებინა, იძულებული გახდა, რადგან გუშინ ვნახეთ უპრეცედენტო ამბავი, უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც არიან ძალიან გონიერები, ძალიან გაბედულები, აიძულეს ხელისუფლებას გადაედგა ეს ნაბიჯი. დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რადგან არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ აქვთ ნდობა „ქართული ოცნების“, რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტი, ერთი მხრივ ვნახეთ მკაფიოობა, თუ როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას, იმიტომ რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი, მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ჩვენ ვიყავით იქ ერთმანეთის არამარტო თანამებრძოლები, მეგობრები და ეს ადამიანები არიან დაკავებულები. სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან განთავისუფლებულები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად, დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება ერთის მხრივ ვიამაყოთ ერთმანეთით, ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგათ ეს ნაბიჯი და გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმის, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება აქ პროცესები. ეს პროცესები როგორი იქნება, ამას ეტაპ-ეტაპ გავიგებთ, მათ შორის ჩვენც გვჭირდება ახლა მეტი კომუნიკაცია, მეტი ფიქრი და საუბარი, არ ვაპირებთ რაღაცები მოვიტყუოთ, ვიბაქიბუქოთ, მთავარი არის ახლა ვიყოთ გულწრფელები, მთავარი არის ვიცოდეთ რას მივაღწიეთ და რა გვაქვს მისაღწევი“, – განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქცია 19:00 საათზე გაიმართება.

„დღეს 19:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე. ჩვენ არ ვენდობით რუსულ ოცნებას სიტყვებზე, რადგანაც მათ არაერთხელ „გადააგდეს“ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელოვანია საქმის გაკეთება და არა დაპირებების გაცემა. მიღწეული გამარჯვებად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ათეულობით ახალგაზრდაა დაკავებული და ბევრის ადგილსამყოფელი უცნობია. ყველა მათგანი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი საპროტესტო ტალღა და ბრძოლა არ შეჩერდება მანამ, სანამ გარანტირებულად არ იქნება მიღწეული საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

„დროას“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, „გუშინ ქართველმა ახალგაზრდებმა, ქართველმა ხალხმა საკუთარი ჯანმრთელობის, თავგანწირვისა და ერთიანობის ხარჯზე პოლიტიკურად უკან დაახევინა „ქართულ ოცნებას“.

„მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არის მატყუარების გუნდი, რომელმაც ჩვენ არაერთხელ მოგვატყუა, მოგვატყუა 20 ივნისს, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას, ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავიჯეროთ „ქართული ოცნების“ არის შემდეგი, გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „რუსული კანონის “ორივე ვერსია, დააყენონ კენჭისყრაზე ორივე კანონი და ჩააგდონ! – ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ კანონზე, სანამ ეს არ მოხდება ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და პროტესტს. მეორე საკითხი: გუშინ და გუშინწინ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მეგობრები ჯერ კიდევ რჩებიან საპყრობილეებში ტყვეებად, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან ჩვენ არ შევწყვეტთ პროტესტს. გელოდებით ყველას პარლამენტთან 19:00-ზე, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა“, – განაცხადა ლემონჟავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა