კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კულტურის სამინისტრო გოჩა ლომიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ნახვები: 383 კულტურის სამინისტრო გოჩა ლომიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გოჩა ლომიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს.

„გოჩა ლომიამ მაყურებელს თავი დაამახსოვრა ქართულ მხატვრულ ფილმში „ღიმილის ბიჭები" შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით და ხალხმა მას სიყვარულით „ბოლოკა" შეარქვა. იგი ასევე მონაწილეობდა რეზო ჩხეიძის ფილმში „ნერგები" და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში „მოხეტიალე რაინდები".

როგორც თავად იხსენებდა, 15 წლის იყო, როდესაც „ღიმილის ბიჭებს" შორის შემთხევით აღმოჩნდა. „მიმიყვანეს პიონერთა სახლში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. ეგ ვის არ უნდა-მეთქი, ვუპასუხე. აბა, ლექსი წაგვიკითხეო. ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს...

ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი" ....

გოჩა ლომიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და ქართული კინოსთვის", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა