სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

"ნაციონალური მოძრაობა" - პარტია არ მიესალმება დღევანდელ აქციაზე ე.წ. “კონცერტის” იდეას - ეს კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან

ნახვები: 503 "ნაციონალური მოძრაობა" - პარტია არ მიესალმება დღევანდელ აქციაზე ე.წ. “კონცერტის” იდეას - ეს კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციაზე დღეს ე.წ. კონცერტის გამართვის იდეას არ მიესალმება, თუმცა საპროტესტო აქციას მაინც უერთდება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტის გამართვის იდეა კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ უწევს ორგანიზებას და არ მიესალმება ე.წ. “კონცერტის” იდეას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე.

კონცერტის გამართვის იდეა კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან. ნებისმიერი ხელოვანის ნებისმიერი პერფორმანსი ამ კონკრეტული პირის პირადი გამოხატვა იქნება და არავითარი კავშირი არ ექნება ჩვენი პარტიის ნებასთან. „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება დღევანდელ საპროტესტო მოძრაობას და მოითხოვს: 1. რუსული კანონის გაწვევის/გაუქმების დაუყოვნებლივ გაფორმებას, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად; 2. ევროინტეგრაციისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული პირის გათავისუფლებას.

ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ევროპაში! ძალა ხალხშია! ძალა პროტესტშია! ძალა ჩვენშია! აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს დაანონსებულ აქციის აქცია-კონცერტად გადაქცევის იდეით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე გამოვიდა და მომღერლებსა და ხელოვანებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებ ყველა მომღერალს, ყველა ხელოვანს, შემოგვიერთდით დღეს, 19:00 საათზე აქციაზე. ერთად ვაქციოთ დღევანდელი აქცია, აქცია-კონცერტად. გაზის ცრემლები, სიხარულის ცრემლებად შევცვალოთ. ერთად გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს“,- აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა