6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

“კოლოსეუმის” სისხლიან ქვიშაზე დაცემული „ქართული ოცნება“

10.03.2023 ნახვები: 8787

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდით. ხელისუფლებამ დაუშვა უმძიმესი შეცდომა და სასტიკად დამარცხდა.

იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკას უყურებენ როგორც “გლადიატორთა ბრძოლას” და შემდეგ ხმას აძლევენ გამარჯვებულს, ხელისუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ საშიშია სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება.

ზოგიერთებისგან განსხვავებით მე არ ვთვლი, რომ აქ “მდგენელი” ავტორიტარიზმი ან ავტორიტარია და არა სწორედ ის მასა, ვინც თავად არ მონაწილეობს არაფერში, ტელევიზორს უყურებს, მაგრამ მებრძოლ მხარეებს აფასებს (და ხმას აძლევს) იმის მიხედვით ვინ გამოდგება მათგან “მაგარი”.

ეს არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი და თვისება დამოუკიდებლობის მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში: “გამარჯვებულთან და მოგებულის მხარეს”! - “გამარჯვებულებს არ სჯიანო”...

ჰოდა, დამარცხებულებს კლავენ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ამ ბოლო მოვლენაში ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ეს კი არ იყო, არამედ სხვა გარემოება:

დადასტურდა, რომ...... სისტემურად “სტატუს-კვოს” პოლიტიკურ ძალას არ უხდება “მკვეთრი მოძრაობები”, რომლებიც არღვევენ იმავე სტატუს-კვოს და შლიან წონასწორობას.

“უცხოელ აგენტებზე” კანონის დაჟინება და შემდეგ მიღება, იყო ძალიან უჩვეულო დემარში “ქართული ოცნებისთვის”. არა იმიტომ, რომ კანონი მის მისწრაფებას არ გამოხატავდა, არამედ სწორედ ამ სისტემური მიზეზით:  ხომ მუდამ, ყოველთვის ფრთხილობდნენ და ფრთხილობენ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც გაღიზიანებას გამოიწვევს ნებისმიერ სფეროში. (ამ მხრივ ძალიან გვანან შევარდნაძეს, როცა ჯერ კიდევ ფორმაში იყო) თუნდაც წვრილმან ან წვრილმანად მიჩნეულ საკითხებში და უცებ, მიიღეს ურადიკალურესი გადაწყვეტილება. უფრო ზუსტად, გადაწყვეტილება, რომელიც სჩანდა (!) რადიკალური და აღიქმებოდა სტატუს-კვოს დარღვევად. ამით თავად მოინგრიეს ის სისტემური საფუძველი, რასაც ეყრდნობოდნენ.

პოლიტიკურ ძალას, რომლის შინაარსია “სტატუს-კვო” და მუდმივი სლოგანია “არა მკვეთრ ნაბიჯებს”, საკუთარი შინაარსის შეცვლა არათუ არ უხდება, არამედ დაღუპავს.

ახლა დაუბრუნდებიან ისევ “სტატუს-კვოს” და ასჯერ უფრო ფრთხილნი იქნებიან ისევ, როგორც იყვნენ.

თუმცა, შესაძლოა გვიანიც არის, რაკი “მაყურებელმა” “კოლოსეუმის” სისხლიან ქვიშაზე დაცემული უკვე იხილა.

პოლიტიკის მრისხანე კანონია, პოლიტიკოსს ყველაფერი ეპატიება, აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა შეცდომისა.

 

----

ამაზე უარესი ხელისუფლებას თეორიულადაც კი არ შეიძლება არაფერი დაემართოს (მიყვარს ორმაგი უარყოფა), როდესაც ქუჩიდან ძალისმიერი ზეწოლის შედეგად იძულებული ხდება (!) უკან დაიხიოს და გაიწვიოს კანონპროექტი, რომელსაც თავად მიანიჭა რაღაც “პრინციპული” და ლამის “ისტორიული” მნიშვნელობა.

ეს არის კატასტროფული პოლიტიკური მარცხი.

იმდენად კატასტროფული, რომ 2024 წლად შეიძლება დაუჯდეს და ეს ყოველივე რის გამო? რამდენიმე სუბიექტის უაზრო აკვიატება/ახირებისა, ამ აბსოლუტურად უაზრო, ცარიელი, პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად არაფრის მომცემი ე.წ. “კანონის” გასათრევად.

მხოლოდ ერთი მაგალითი: აშკარად გვატყუებდნენ, რომ თითქოს დაფინანსების წყაროები გახდებოდა გამჭვირვალე, თუ ეს კანონი გავიდოდა.

ტყუილია!

წარმოიდგინეთ რომ, საქართველოში არსებობს NGO (ვთქვათ, პირობითი სახელმწოდებით) “დემოკრატიის განვითარების ფონდი”.

მან შეასრულა კანონი და მიუთითა, რომ მისი დამფინანსებელია ლუქსემბურგში რეგისტრირებული “დემოკრატიის განვითარების ცენტრი “. და რას გაიგებთ ამ ინფორმაციით?

ლუქსემბურგს კითხავს ვინმე, რა ფონდია ეს, საიდან გაჩნდაო?

და ლუქსემბურგი, ან შვეიცარია, ან ლონდონი, ან პარიზი, ან სტოკჰოლმი, ვინმეს დაუწყებს განმარტებებს?

მაგრამ საქართველოში მოქმედი “დემოკრატიის განვითარების ფონდი” ხომ შეასრულებს კანონს?

და რა მერე ამით?

უაზრობა იყო თავიდანვე და უსასტიკესად დაამარცხა მმართველი პარტია პოლიტიკურად.

სხვა კოლიზიაზე არაფერს ვიტყვი, ბევრი ითქვა და დაიწერა. მოტივზე მით უფრო.

 

-----

ამ ამბებზე უცბად გამახსენდა გიორგი ოვაშვილის შესანიშნავი (ჩემი აზრით სათანადოდ არდაფასებული) ფილმი “გაღმა ნაპირი”...

აი, პატარა ბიჭი რომ დაკარგულ, სინამდვილეში მკვდარ მამას ეძებს.....

ერთმა კინომცოდნემ ეს მეტაფორა ასე წაიკითხა, რომ ასახავს ქართველი ერის მიერ “მამის” ძიებას.

მამისა, რომელიც მზრუნველია, დაგიცავს, თუმცა როცა საჭიროა დაგსჯის კიდეც;

ვისაც მუდამ შეგიძლია ენდო და მისი იმედი გქონდეს......

ჰოდა, თუ ეს მაღალმხატვრული მეტაფორა შესაბამისია მართლაც, მაშინ ევროკავშირზე უკეთეს “მამას” ეს ქვეყანა, მისი მრავალტანჯული ისტორიის ამ უკანასკნელ, ისტორიულ ნავსაყუდელთან ვერც იპოვის..

და ვისაც ეს არ ესმის, ვინც ამას ეწინააღმდეგება და წარსულის ლანდებს ელაციცება....... ან გიჟია ან პროვოკატორი.

წინ - ევროკავშირისკენ!

ავტორი: დათო გამცემლიძე, ჟურნალისტი, ისტორიკოსი

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა