კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მზია ამაღლოვბელი - ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა

ნახვები: 540 მზია ამაღლოვბელი - ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა

როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო - დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე, .... - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც იმ ეპიზოდზე ისაუბრა, რის გამოც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს.

როგორც მზია ამაღლობელმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ მას არაადამიანურად მოქცეოდა.

„შემიძლია, სასამრთლოს წერილობით ჩვენება უფრო დეტალურად მივცე. როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო.

ერთადერთი ამის თქმა მოვახერხე. დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე [ჩაიფსას]. თანამშრომლების თანდასწრებით ასე იქცეოდა, რომ მახსოვს გონება გამეთიშა, ცუდად ვიყავი. პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ არაადამიანირად მომქცეოდა. მახსოვს ვიღაც მამაკაცი ამბობდა ხელბორკილი რატომ არ ადევსო. ხელბორკილები უკან შეუკარით, წინ არაო, ეს არის პოლიციელი დავით ათაბეგაშვილი“,- აღნიშნავს მზია ამაღლობელი.

ასევე, როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მას ადმინისტრაციული ჯარიმა არასდროს ჰქონია.

„ადმინისტრაციული ჯარიმა არასდროს მქონია, ავტობუსშიც კი არ ავსულვარ ბილეთის გარეშე. გარემოს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, პასუხისმგებლიან პოლიციელს იქ ვერ ვხედავდი, იქ იყვნენ შავ ნიღბიანები. ღირსეულ საქმეს ნიღბის ტარება არ სჭირდება“,- აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს, ვერ აღვიქვი, ვინ იყო ეს ადამიანი… დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი… ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან , - ამის შესახებ  მზია ამაღლობელმა განაცხადა.

მზია ამაღლობელის ჩვენების მიხედვით, ირაკლი დგებუაძე სამართალდამცავებს რომ არ შეეჩერებინათ, ის მას სცემდა.

„ეთერ თურაძესთან მივედი, მინდოდა მარტო არ ყოფილიყო. მეც ვცდილობდი და თანამშრომლებსაც ვეუბნებოდი, პოლიციელებთან დისტანცირდით-მეთქი. პოლიციელების გარემოცვაში რომ ვიყავი, გადამიარეს. როცა დაკავებულებზე ვეკითხებოდი, პოლიციელები აგრესიულად მპასუხობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ვისაც უნდოდათ, იმას დააკავებდნენ, ბრაზის და უმწეობის ზღვარი მქონდა. სილის გაწვნის ფაქტი, საპატიმროში ვიდეო კადრი როცა ვნახე, მაშინ აღვიქვი. რადგანაც ეს ფაქტი მოხდა, ესე გი გარდაუვალი იყო, სხვანაირად არ შემეძლო მომხდარიყო. ეს არ იყო დაგეგმილი ქცევა, ეს იყო იმპულსური რეაქცია....

არ ვიცი, ე.წ დაზარალებულ დგებუაძეს რაში დაჭირდა ჩვენებაში ჩაეწერა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მე ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს ვერ აღვიქვი ვინ იყო ეს ადამიანი. ძალიან სწრაფად მივყვადი, მესმოდა გინების ხმა - ვბრაზობ ხოლმე, აი ბრაზი მახრჩობს.

დგებუაძემ მკითხა, როგორ დამარტყიო, თავზე მედგა, ვცდილობდი, არ შემეხედა დაკითხვის ოთახში, უსასრულოდ იგინებოდა, მოიწევდა ჩემსკენ. შემიძლია მოსამარლეს ციხიდან გამოვუგზავნო ის სიტყყვები წერილობით, თუ როგორ მაგინებდა დგებუაძე, ამის გახსენება ძალიან მძიმეა ჩემთვის. ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და გაოგნებული ვიყავი, რომ მოიწევდა [ჩემსკენ], გაიყვანეს და ვიკითხე, ვინ იყო ეს ადამიანი-მეთქი. ირაკლი დგებუაძე იყოო, მითხრეს, სახელი, გვარი მეცნო. რა პოზიციაზე არის-მეთქი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო. ოთახში სხვებიც შემოდიოდნენ, დგებუაძე რომ გაეყვანათ, ის მოიწევდა ჩემსკენ. ჩვენება იმ ხალხს, ვინც ამას ისმენდა, არ მიუცია. ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა. დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი…ისე ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან”, - განაცხადა ამაღლობელმა.

სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა მზია ამაღლობელსა და პროკურორებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა