ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხატია დეკანოიძე - უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლის მოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ, უპირველესად გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა

ნახვები: 337 ხატია დეკანოიძე - უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლის მოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ, უპირველესად გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

რაც შეეხება არჩევნების გადადების საკითხს, ხატია დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ყველა ვარიანტისთვის მზადაა და ყველა ვარიანტს განიხილავს.

„პანდემიასთან ბრძოლაში რეალურად დამტკიცდა, რომ „ქართულ ოცნებას" არ გააჩნია არავითარი საშუალება და სურვილი, რომ საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს. მათ შორის სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე, სწორედ „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ღარიბაშვილმა, მისმა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ძალაუფლების გამო, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე. შესაბამისად, უმძიმეს მდგომარეობასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეკისრება.

ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს და ვარიანტს განვიხილავთ, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და არ შეიძლება, ეს თემა საერთოდ დაიხუროს. აქ პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ, მას შემდეგ, რაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე. ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემაა, ამაშიც ისინი არიან „ღია და გამჭვირვალე", რომ მათ ადამიანების სიციცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ. განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გვაინტერესებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა