რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ნახვები: 447 ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შერჩეული წარმომადგენლობისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა უნდა წარადგინოს.

შეხვედრაზე განიხილეს, რა პრიორიტეტები და მიზნები  უნდა მოიცვას სამოქმედო გეგმამ და, ზოგადად, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი. აქვე ხაზი გაესვა ახალი უცხოელი ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.

შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Rothschild & Co-ის მრჩეველი ელა ტრედი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა აგრეთვე კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილა ქავენგი.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა