კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოფიციალური პირებისგან მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია - ჩალაძე პოლონელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლაზე

ნახვები: 440 ოფიციალური პირებისგან მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია - ჩალაძე პოლონელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლაზე

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე პოლონელი ექიმების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ინფორმაციას არ ფლობს. 

როგორც მან "პირველებს" განუცხადა, ოფიციალური პირებისგან მსგავსი ინფორმაცია არ მიუღია: 

"რიკარდ იოზვიაკის ტვიტი ვნახე, თუმცა მინდა გითხრათ და დაგიდასტუროთ, რომ იმ ოფიციალური პირებისგან, ვისთანაც მუდმივ კონტაქტზე ვართ, არცერთისგან არ არის მსგავსი ინფორმაცია ჩემთან ან ჩემს მეგობრებთან მოსული. შესაბამისად, ეს ჯერ არ არის დადასტურებული ინფორმაცია სახელმწიფო დონეებზე. ყველას ვთხოვდი, თავი შეიკავოს კონკრეტული მიზნების, მისიის ვადების ან სხვა თემების კონკრეტიკის გავრცელებისგან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის ტვიტი. მე დიდ პატივს ვცემ რიკარდ იოზვიაკს და დარწმუნებული ვარ, რომ გადაუმოწმებლად არ გაავრცელებდა"- თქვა ჩალაძემ. 

ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო - ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.  


 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა