კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლივერ ვარჰეი - ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ

ნახვები: 658 ოლივერ ვარჰეი - ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.

„ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის განხორციელების გზები. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად. ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრებს მართავს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკომისარს გადასცა მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი ეცდება, დისკუსია ფართო ჩართულობით გაგრძელდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა