კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

ნახვები: 547 აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.

როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს, ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ.

მედიასაშუალების ცნობით, „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.

„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ ასევე დააჩქარებს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პროცესსაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა