კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანსამბლებს „გურჯაანსა“ და „შავნაბადას“ კულტურის სამინისტროსგან ახალი სასცენო სამოსი გადაეცა

ნახვები: 550 ანსამბლებს „გურჯაანსა“ და „შავნაბადას“ კულტურის სამინისტროსგან ახალი სასცენო სამოსი გადაეცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან“ არსებულ ანსამბლ „გურჯაანსა“ და ა(ა)იპ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ ახალი სასცენო სამოსი გადაეცა. სამოსის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ანსამბლების წევრები დაესწრნენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლ „გურჯაანს“ გადაეცა 18 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ანსამბლ „შავნაბადას“ კი 16 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, რომლებიც თავად ანსამბლების საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით დამზადდა.

მათივე ცნობით, ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“, რომელთანაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2022 წელს 133 360 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „ფაფანაკმა“ სასცენო სამოსი რვა ფოლკლორული ანსამბლისათვის შეკერა: „შავნაბადა“, „ადილეი“, „იალონი“, „მარგალიტი“, „გურჯაანი“, „მთიები“, ქ. ინეგოლის ანსამბლი (თურქეთის რესპუბლიკა) და „სათანაო“.

„ანსამბლი „გურჯაანი“ 55 წელზე მეტია, ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის (გალობა და ხალხური სიმღერა) განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა, გამართა მრავალი წარმატებული საკონცერტო ტურნე როგორც საქართველოში, ისე – უცხოეთში (ბულგარეთი, უნგრეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, უკრაინა და სხვა), ჩაწერა რამდენიმე ალბომი ქართული ხალხური სიმღერების საუკეთესო ნიმუშებით.

ანსამბლი „შავნაბადა“ შეიქმნა 2005 წელს. ანსამბლის რეპერტუარშია ქართული ხალხური სიმღერები, ინსტრუმენტული და საეკლესიო მუსიკა. „შავნაბადამ“ გამოსცა ცხრა აუდიოალბომი, რომელთაგან სამი ქართული ტრადიციული საგალობლების შემსწავლელი გამოცემაა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში უფასოდ ვრცელდება. ანსამბლი მუდმივად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, მართავს კონცერტებს, სიმღერისა და გალობის მასტერკლასებს და მონაწილეობს ფესტივალებში. „შავნაბადა“ მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტსა და კოლაბორაციაშიც. მთელ საქართველოში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად ანსამბლმა აღადგინა არაერთი ხალხური სიმღერა თუ საგალობელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზური ფოლკლორული ნიმუშებისა და აფხაზეთის უხუცესთა ანსამბლის – „ნართას“ რეპერტუარის აღდგენა. ანსამბლი მუშაობს მეგრულ-აფხაზური სიმღერების შემსწავლელი ჩანაწერების გამოცემაზეც.

სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე სხვადასხვა პრობლემაა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის სასცენო სამოსი არ გადაუცია. სწორედ ამიტომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოცხადდა პირველი ტენდერი. სასცენო სამოსი 2022 წლის პირველ ნახევარში 12 ანსამბლისთვის შეიკერა (70 კაბისა და 277 ჩოხის კომპლექტის დამზადება).

რაც შეეხება 2023 წელს, სასცენო სამოსის დასამზადებლად 150 000 ლარის გამოყოფილი და მოთხოვნა 20-ზე მეტ ანსამბლს აქვს წარმოდგენილი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა