ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო, ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა

ნახვები: 468 შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო, ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა

1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენამ ერთი წლით გაუსწრო და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული ეკლესია ყოველთვის ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა.

„25 მარტი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენამ ერთი წლით გაუსწრო და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას.

ეროვნული თვითმყოფადობის სულისკვეთებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევით, საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო, 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაამტკიცა.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო და ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა.

გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ქართველი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, მშვიდობასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს დედაეკლესიას“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა