პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოში ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი

ნახვები: 442 ბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოში ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი

„ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას, არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაინახონ, რომ საქართველოში ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„როგორც იტყვიან - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი. თავის დროზე, „ლელო-საქართველომ" აიღო პასუხისმგებლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს შეუერთდა და ხელი მოვაწერეთ. იმ მომენტიდან ეს შეთანხმება არის ძალაში და მას „ქართული ოცნების" დემარშის მიუხედავად ძალა არ დაუკარგავს. დღევანდელი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის" არის ძალიან კარგი ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაინახონ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ მათ საქართველოში ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა