Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით გახსნის

ნახვები: 675 საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით გახსნის

დღეს, 28 მარტს ბათუმის არენა საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების მატჩს უმასპინძლებს. „ჯვაროსნებისთვის“ ეს ევრო 2024-ის შესარჩევზე პირველი მატჩია, ნორვეგიელები კი მეორე შეხვედრას გამართავენ. საქართველო-ნორვეგია ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

სტალე სოლბაკენის გუნდმა პირველი შეხვედრა 25 მარტს მალაგაში ესპანეთთან გამართა და 0:3 დამარცხდა. ამ წაგებას ნორვეგიელები ფრანგ არბიტრს აბრალებენ, მათი აზრით, ესპანელთა კარში პენალტი არ დაინიშნა, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 იყო. ამის მიუხედავად, ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი იმედოვნებს, რომ ქულებს საქართველოსთან მოიპოვებს.

 

საქართველოს ნორვეგიელები „მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკვლავის, ერლინგ ჰალანდის გარეშე ესტუმრებიან და მის არყოფნაში „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი ალექსანდრ სორლოტი შეუტევს. სტუმართა გუნდს ასევე აკლია „ბრენტფორდის“ ცენტრალური მცველი კრისტოფერ აიერი. ისიც სათქმელია, რომ სტოლე სოლბაკენის გუნდი საუკეთესო ფორმაში არაა და შაბათს ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

ამასობაში ქართველებმა 25 მარტს მონღოლეთი 6:1 დაამარცხეს, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ისვენებდა. 22 წლის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში ნორვეგიასთან მატჩში დაბრუნდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

 

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, საქართველო), საბა კვირკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

 

მოგება ან ფრე

 

ერლინგ ჰალანდის არყოფნა ამ მატჩში ნორვეგიისთვის დიდი დანაკლისი რომ არის, სტატისტიკა მეტყველებს – ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნორვეგიის მოგების პროცენტი ამ თავდამსხმელთან ერთად თითქმის 62%-ია, მის გარეშე კი – 22%. ამ მიზეზების გამო ევროპელი სპეციალისტები პროგნოზებენ, რომ საქართველოს ნაკრები ამ მატჩს მოიგებს ან, მინიმუმ, არ წააგებს.

 

შარშან ვილი სანიოლის გუნდს ერთა ლიგა C-ში არცერთი მატჩი არ წაუგია და B ლიგაში გადავიდა. საქართველოს სამი მოთამაშე ტრავმების გამო ვერ დაეხმარება: მცველი დავით ხოჭოლავა და ნახევარმცველები ოთარ კიტეიშვილი და ანზორ მექვაბიშვილი.

 

სამი შეხვედრა

გუნდებმა ერთმანეთთან სულ სამჯერ ითამაშეს – 1996 წელს ნორვეგიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი 1:0 მოიგო, ხოლო ოფიციალურად გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ – ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში თბილისში ნორვეგიელებმა 4:1 მოიგეს, ოსლოში კი ისევ 1:0 გვაჯობეს. ასე რომ, საქართველო რევანშის მოლოდინშია.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა