Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სერბეთის პატრიარქი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიის მღვდელმსახურების კიევ-პეჩერის ლავრიდან გაძევების გადაწყვეტილებას „სახელმწიფო ტერორს“ უწოდებს

ნახვები: 982 სერბეთის პატრიარქი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიის მღვდელმსახურების კიევ-პეჩერის ლავრიდან გაძევების გადაწყვეტილებას „სახელმწიფო ტერორს“ უწოდებს

სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესიის პატრიარქმა, პორფირემ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გააძევოს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიის მღვდელმსახურები კიევ-პეჩერის ლავრიდან, „სახელმწიფო ტერორი“ უწოდა.

„უკრაინის მოქმედი სახელმწიფო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ლავრიდან გააძევოს მიტროპოლიტი ონოფრე, სამონასტრო ძმები და სასულიერო აკადემია, წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა სინონიმს ეკლესიის მიმართ საშინელი სახელმწიფო ტორორისა და ასევე, მისი ძირითადი უფლებების, რელიგიური თავისუფლებისა და სინდისის თავისუფლების უხეშ დარღვევას“, – წერს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი.

ის უკრაინის ხელისუფლებას „ისტორიული წარსულის წაშლის“ მცდელობაში ადანაშაულებს.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პორფირე არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

უკრაინის უმსხვილესმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ომის დაწყებამდე „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ სახელწოდებას ატარებდა, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ ამოიღო. ამ ეკლესიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მოსკოვთან კავშირი გაწყვიტეს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ეკლესიის მღვდელმსახურებს პრორუსული განწყობები აქვთ.

ბოლო თვეებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრ ეპარქიაში ჩაატარეს ჩხრეკა, ხოლო მარტში ხელისუფლებამ მათი კიევ-პეჩერის ლავრიდან გაძევება გადაწყვიტა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა