თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ისრაელის პრემიერ-მინისტრი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კრიტიკას არ იღებს

ნახვები: 579 ისრაელის პრემიერ-მინისტრი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კრიტიკას არ იღებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კრიტიკას არ იღებს და აცხადებს, რომ ვერ მიესალმება საზღვარგარეთის ზეწოლას, თუნდაც საუკეთესო მეგობრებისგან.

„ჩემი ადმინისტრაცია მოწოდებულია, გააძლიეროს დემოკრატია ხელისუფლების სამ შტოს შორის სათანადო ბალანსის აღდგენის გზით, რასაც, ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ ფართო კონსენსუსით. ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ხალხის ნებით და არა უცხოეთიდან, მათ შორის საუკეთესო მეგობრების ზეწოლაზე დაყრდნობით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ისრაელის დემოკრატიის სიჯანსაღესთან დაკავშირებით და რომ ისრაელი ამ გზას ვერ გააგრძელებს.

„ისრაელის ბევრი ძლიერი მხარდამჭერის მსგავსად, ძალიან შეშფოთებული ვარ. მაწუხებს, რომ ისინი ამას პირდაპირ მიიღებენ. იმედია, პრემიერ-მინისტრი იმოქმედებს ისე, რომ გარკვეული ჭეშმარიტი კომპრომისის შექმნას შეეცადოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ჩანს. ჩვენ არ გვინდა ჩარევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვერევით. მათ იციან ჩემი პოზიცია. მათ იციან ამერიკის პოზიცია. მათ იციან ამერიკელი ებრაელების პოზიცია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში მიწვევა არ იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა