თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტისთვის „ტოცილიზუბამის“ დანიშვნაზე გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, რადგან პრეპარატს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს

ნახვები: 678 მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტისთვის „ტოცილიზუბამის“ დანიშვნაზე გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, რადგან პრეპარატს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ძირითადად ყურადღება დაეთმო პაციენტების კლინიკაში მართვის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს.

მისივე თქმით, ამ კუთხით განიხილეს მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის" გამოყენების პირობები. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, პაციენტისთვის დასახელებული მედიკამენტის დანიშვნა მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების ერთობლივი მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს.

„ძირითადად ყურადღება გამახვილდა პაციენტების კლინიკაში მართვის სწორ მენეჯმენტზე. მთავარი თემა, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, მედიკამენტ „ტოცილიზუბამის" გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ყველა მედიკამენტი, ყველა წამალი ეფექტურია, როდესაც ის ინიშნება დროულად. სწორად. ამ მედიკამენტსაც აქვს თავისი დანიშვნის ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ მედიკამენტ „ტოცილიზუბამის" დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმის და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკის კლინიკური ჯგუფი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ეზუგბაიამ განაცხადა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების დინამიკა თუ გაგრძელდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება.

„კორონავირუსის გავრცელების მატებასთან ერთად, სიკვდილობის მაჩვენებელი თანდათანობით იზრდება. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული, შემთხვევების რაოდენობაში, მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრით წილზე. როდესაც რაოდენობა მკვეთრად იმატებს, იმატებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობაც. ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. გარდაცვალების პიკი ახლა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ უკვე შემსუბუქებასთან ერთად, შეიძლება, ლეტალობის შემცირება დაიწყოს. მომავალში ინფიცირების რაოდენობის შემცირების დინამიკა თუ გაგრძელდება ან თუნდაც გარკვეული პერიოდი ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, ნელ-ნელა დაიწყება გარდაცვალების შემთხვევების კლება. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის შეჩერებას და კლებას ჯერ ვერ მოჰყვება ლეტალობის შემცირება. ეს იქნება 2-3 კვირის შემდეგ", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა