ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც შეაფასებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობება

ნახვები: 819 საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც შეაფასებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება.

როგორც გიორგი წერეთელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესწავლის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი მსჯელობა სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

„30 მარტიდან რიკოთის მონაკვეთზე აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ვინაიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებულ გზიდან მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრში, ფერდზე განვითარდა მეწყრული პროცესები. კერძოდ, თოვლის დნობის შემდგომ მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბზარები, რომლებიც ზრდისა და მოძრაობის ტენდენციას განიცდიდა, რაც შესაძლო მეწყრის ჩამოსვლის საშიშროებას წარმოადგენს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პოტენციური რისკების გათვალისწინებით და ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ.

მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომელთა დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთლის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა სატრანსპორტო ნაკადებისათვის მოძრაობა დროულად აღდგეს.

„რაც შეეხება გომი-საჩხერე -ჭიათურის 109 კმ-იან გზას, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს. ამის გამო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს. გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს უსაფრთხო გადაადგილება სატრანსპორტო ნაკადებისათვის“- განაცხადა გიორგი წერეთელმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა