კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ნაცვლიშვილი: ჩვენს პარტიას კეზერაშვილი არ აფინანსებს, მასთან თანამშრომლობას ბევრი მიზეზის გამო არ ვგეგმავთ

ნახვები: 545 ანა ნაცვლიშვილი: ჩვენს პარტიას კეზერაშვილი არ აფინანსებს, მასთან თანამშრომლობას ბევრი მიზეზის გამო არ ვგეგმავთ

ჩვენს პარტიას დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს, სხვებთან რა ხდება, კითხვა სხვა პოლიტიკურ აქტორებს დაუსვით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ კეზერაშვილთან თანამშრომლობის რესურსს რომ ხედავდეს, მასთან ითანამშრომლებდა.

„დაფინანსებას კანონმდებლობა არეგულირებს და შეგიძლიათ, მარტივად გაეცნოთ. „ლელოს“ დაფინანსება არის გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომია. საერთოდ, გამჭვირვალობის მომხრე ვარ და რასაც კანონი არეგულირებს, ყველამ უნდა დაიცვას, ჩვენ ამას ვიცავთ. ჩვენს პარტიას დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს, სხვებთან რა ხდება, კითხვა სხვა პოლიტიკურ აქტორებს დაუსვით. ჩვენ კეზერაშვილთან თანამშრომლობის რესურსს რომ ვხედავდეთ, ვითანამშრომლებდით. თანამშრომლობა არ გვაქვს და არ ვგეგმავთ ბევრი მიზეზის გამო. ვინ გვაფინანსებს და როგორ ვმუშაობთ, ცნობილია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა