ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

დავით სერგეენკო - მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ჩამოვიდა, სამართალი აღსრულდება, მის დაკავებას მე არა, კანონი აპირებს

ნახვები: 485 დავით სერგეენკო - მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ჩამოვიდა, სამართალი აღსრულდება, მის დაკავებას მე არა, კანონი აპირებს

მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ჩამოვიდა, სამართალი აღსრულდება, მის დაკავებას მე არა, კანონი აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

მისივე თქმით, სააკაშვილის ასეთი განცხადებები ყოველი არჩევნების ან ყოველი სამოქალაქო მღელვარების წინ არის, რაც არის პოლიტიკური სვლები.

„ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან, ნიკა მელიასგან განსხვავებით, სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისადმი და არ მინდა, რაღაც დამაკნინებელი რაღაც ვთქვა. უკვე დასასრული აღარ აქვს. რაღაც დუჟინობით განცხადება იყო გაკეთებული, ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ, არ ჩამოვდივარ. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან ჩამოვიდეს, ან არა. თუ ჩამოვიდა, ქართული სასამართლოს მიერ უკვე განაჩენი გამოტანილია და რა თქმა უნდა, სამართალი აღსრულდება. მის დაკავებას მე არ ვაპირებ, მის დაკავებას კანონი აპირებს, რომელიც დაფუძნებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

სააკაშვილის ასეთი განცხადებები ყოველი არჩევნების ან ყოველი სამოქალაქო მღელვარების წინ არის, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური სვლებია. მისი ჩამოსვლა ჩემთვის არაფერს შეცვლის და არც რისკად აღვიქვამ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა 2020 წლის არჩევნებზე ნდობის მანდატი მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას" იმისთვის, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და აქ ყოფილიყო მსჯელობა და არა ქუჩაში ეს გაუთავებელი ესკალაცია, რომელიც ალბათ ყველას მობეზრდა და უკვე ზედმეტია, განსაკუთრებით ქვეყნისთვის, ამ ვითარებაში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა