კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა

ნახვები: 578 ხატია დეკანოიძე - საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა

საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი მოსამართლეები, სწორედ ამ გზის ერთგულებისთვის დიდი მადლობა პარტნიორებს და ამ გზის ერთგულებისთვის იქნება ზუსტად ეს საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერა ტესტი იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი დაბრკოლება არის მართლმსაჯულების სისტემა, რომელზეც ვენეციის კომისია, ევროსაბჭო, ევროკავშირი და ახლა უკვე ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან ღიად და ხმამაღლა საუბრობენ. ამიტომ საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი მოსამართლეები და სწორედ, აი, ამ გზისთვის, ამ გზის ერთგულებისთვის დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს და ამ გზის ერთგულებისთვის იქნება ზუსტად ეს საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ კენჭისყრაზე უნდა დადგეს უკვე რეგისტრირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი, ამისთვის საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის მიმართავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა