კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნინო ქადაგიძე - იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან

ნახვები: 650 ნინო ქადაგიძე - იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან

იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან. ვიმედოვნებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს პასუხები აგეცემა, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

ნინო ქადაგიძემ კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მოგეხსენებათ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მიერ ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მაქსიმალურად მინდა, ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, ამისი სურვილი მაქვს და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რამეთუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს და უსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მსურს, ჩემს კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანენ. დიდ იმედს ვიტოვებ, ბევრი რამ გაირკვევა და კითხვებს პასუხები გაეცემა, ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი საზოგადოებაში გამოსვლა, ოფიციალური განცხადება გაკეთდება მას შემდეგ, რაც მომეცემა შესაძლებლობა, მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა