კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გრიგოლ ლილუაშვილი - ვადასტურებ, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე

ნახვები: 661 გრიგოლ ლილუაშვილი - ვადასტურებ, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამერიკის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს, რადგან ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს".

ლილუაშვილი არ გამორიცხავს ეს კავშირში იყოს სანქციებთანაც.

„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ვერ იტყვის სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა მის არ შემოშვებასთან და აღნიშნა, რომ ეს ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ, თუმცა, ეს კავშირი არ გამორიცხა.

„შეიძლება კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის "საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა