კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად

ნახვები: 560 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად

უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„კარგი ამბავი ტყვეების გაცვლაზე მომუშავე ჩვენი გუნდისგან. შევძელით უკრაინის დამცველი კიდევ 100 ქალისა და მამაკაცის სახლში დაბრუნება. 80 მამაკაცისა და 20 ქალის. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან „აზოვსტალის“ დამცველები. ეს არის ასი ოჯახი, რომლებმაც აღდგომის წინ ნამდვილი სიხარული მიიღეს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან. გვახსოვს თითოეული და დავაბრუნებთ!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების სამუშაოში. ასევე, მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ზრუნავს ტყვეობიდან გათავისუფლებულთა მკურნალობასა და ადაპტაციაზე.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას გამარჯვების მოახლოებაში.

„ყველაფერი, რაც აძლიერებს უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვას, ყველაფერი, რაც ჩვენს მეომრებს მეტ შესაძლებლობას აძლევს აქტიური მოძრაობისთვის, ყველაფერი ეს იცავს თითოეულ ადამიანს პარტნიორ ქვეყანაშიც, ევროპაში, თითოეულს მსოფლიოში. ტერმინი „მარცხი“ უნდა გახდეს ტერმინ „აგრესორის“ თანამგზავრი. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება… უკრაინისთვის ბრძოლის მოგება ნიშნავს საკუთარი თავისთვის ბრძოლის მოგებას. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. განსაკუთრებით მათ, ვინც ცდილობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგებას და სულაც არა მოწინავე ხაზზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა