თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას

ნახვები: 482 ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას

ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას და არაფერს მოიმოქმედებს „ცეცხლზე ნავთის დასასხმელად“, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა პეკინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცინ განის თქმით, ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა მშვიდობისთვის და იმედოვნებს, რომ უკრაინის კრიზისში ჩართული ყველა მხარე შეინარჩუნებს ობიექტურობას, სიმშვიდეს და იმუშავებს ერთად.

„უკრაინის საკითხში ჩინეთის როლი, ჩვენი შეთავაზება გულისხმობს ერთ რამეს – მოლაპარაკებების ხელშეწყობას. ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ცეცხლზე ნავთის დასასხმელად“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.

რაც შეეხება გერმანიასთან თანამშრომლობას, ცინ განმა განაცხადა, რომ ჩინეთს სურს გერმანიასთან ეკონომიკისა და სავაჭრო სფეროებში მუშაობა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთი და გერმანია არიან პარტნიორები და არა – მეტოქეები. ანალენა ბერბოკთან პრესკონფერენციაზე ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ნორმალური ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ხელოვნურად შეფერხება კონტრპროდუქტიული იქნება.

ტაივანის საკითხზე საუბრისას ცინ განმა აღნიშნა, რომ ქვეყნები თუ პატივს სცემენ „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, მაშინ სწორი ნაბიჯი იქნებოდა ტაივანის დამოუკიდებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა