ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, თუ აირჩევთ იყოთ ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება

ნახვები: 535 ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, თუ აირჩევთ იყოთ ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება

ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ  ბუქარესტში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჯოანა მირჩამ აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონი თითქმის 10 წელია რუსეთის აგრესიის სამიზნეა, რაც მისი თქმით, ზეგავლენას ახდენს დასავლეთ ბალკანეთზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, ბოსნია და ჰერცეგოვინაზე და საბოლოო ჯამში, მოქმედებს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით შარშან, მადრიდში ნატო-ს ლიდერებმა დაამტკიცეს „სტრატეგიული კონცეფცია“, სადაც შავი ზღვის მნიშვნელობაა ხაზგასმული.

„ჩვენ ასევე გავზარდეთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესიის საფრთხის ემუქრებათ, მათ შორის, მოლდოვის მიმართ. ჩვენი მეგობრები საქართველოში არიან ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები და ველოდებით ჩვენს პარტნიორობაში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას. წარმატებას გისურვებთ ევროკავშირის ფრონტზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, იაროთ ევროპისკენ“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა