კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა

ნახვები: 888 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის განმარტებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ხოლო -3.5 პროცენტიანი კლება კერძო სახლების სეგმენტში.

2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 11.6 პროცენტით.

ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 4,919 ლარი; ვაკე – 4,201 ლარი; საბურთალო – 3,344ლარი; ჩუღურეთი – 3,257 ლარი; კრწანისი – 3,175 ლარი; დიდუბე – 3,004 ლარი; ნაძალადევი – 2,928 ლარი; ისანი – 2,856 ლარი; გლდანი – 2,788 ლარი; სამგორი – 2,647 ლარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა