პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი ღარიბაშვილი - ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში

ნახვები: 548 ირაკლი ღარიბაშვილი - ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში

300 ონკოლოგიური პაციენტი ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკები მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა ხშირად საქართველოში ვერ ხერხდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

„მინდა, გაცნობოთ, რომ რამდენიმე ხნის წინ დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და ჩვენ დავიწყეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დაახლოებით 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელთაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, მკურნალობს, მათთვის გამოყოფილია 10 მილიონი ლარი წელიწადში, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღეს, სამწუხაროდ, ყველა ის პირობა არ არის შექმნილი, რომ სრულყოფილი და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ძალიან ხშირ შემთხვევაში გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიც არის თუნდაც პლოტონური თერაპია, დასხივება და ასე შემდეგ, რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, 10 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც არ აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო მოუწესრიგებელი და გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, გამოკვეთილი არის საუკეთესო კლინიკები მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამისთვის დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი.  ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის თუ ცხოვრების, მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს არის დაახლოებით 300 ბავშვი. საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო სახსრები, თანხები ამ მიზნით. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემი ინიციატივით, დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ ათასამდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა, არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა. ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომლებიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა