თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თამარ გაბუნია - „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება, არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა, კონსულტაციები გრძელდება, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ნახვები: 512 თამარ გაბუნია - „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება, არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა, კონსულტაციები გრძელდება, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს.

მისივე თქმით, მედიკამენტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გრძელდება.

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ. პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს დღესვე და მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში. შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული წრეებისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტის ანაზღაურების მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე დასწრების საშუალება ექნებათ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებსაც.

„ზოგადად, მშობლების წარმომადგენელი არის სამუშაო ჯგუფში. მშობლებს მონაწილეობის მიღების საშუალება სამუშაო ჯგუფის შემდეგ სხდომაზე ექნებათ. როგორც მოგეხსენებათ, ორი ჯგუფი მუშაობს – იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელსაც ფართო პროფილი აქვს, სადაც მხოლოდ აქონდროპლაზიაზე არ არის მსჯელობა და მეორე – სამუშაო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ აქონდროპლაზიის პროტოკოლის მიმართულებით მუშაობს. პრეპარატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება. არ მინდა, ცრუ მოლოდინი შევქმნა. კონსულტაციები გრძელდება, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, ერთი თვე, ასევე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება იქნება გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა