თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 20 ადამიანი, რომლებიც არიან „ჯეო სქაის“თანამშრომლები, საქართველოში დაბრუნდნენ

ნახვები: 515 სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 20 ადამიანი, რომლებიც არიან „ჯეო სქაის“თანამშრომლები, საქართველოში დაბრუნდნენ

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში დაბრუნდა.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ „ჯეო სქაიმ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, განახორციელა სუდანიდან ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე, საიდანაც უკვე ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 20 ადამიანი, რომლებიც არიან „ჯეო სქაის“თანამშრომლები, საქართველოში დაბრუნდნენ. ყველა არის ჯანმრთელად. დაღლილები არიან. ოჯახის წევრები დახვდნენ. ხართუმიდან ევაკუაციის პროცესი სამი დღის წინ დაიწყო. ჩვენს კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრის მოადგლე, ბატონ ალექსანდრესთან მუდმივ კავშირზე ვიყავით. თავის მხრივ, ჩართული იყო თურქეთში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში  საქართველოს საელჩო. ხართუმიდან ეგვიპტის საზღვრამდე ევაკუაცია განხორციელდა ავტობუსით, რაც დაახლოებით 10 კილომეტრი მანძილია. ეგვიპტეს საზღვართან დახვდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მიხეილი, რომელმაც უზრუნველყო შედარებით სწრაფ დროში საზღვრის კვეთა. დაახლოებით 40-50 ათასი ადამიანი დგას საზღვარზე, ვინც ცდილობს საზღვრის გადაკვეთას. მანვე უზრუნველყო ჩვენი თანამშრომლების პირველ რიგში, საზღვრის პირა ქალაქში მიყვანა, სასტუმროში განთავსება. ცოტა ხნით დაისვენეს და განაგრძეს გზა კაიროს მიმართულებით. გუშინ საღამოს გამოფრინდნენ კაიროდან. სამწუხაროდ, გუშინ „თურქიშის“ თვითმფრინავმა დააგვიანა და ვერ მოასწრეს გამოფრენა. ვერ მიუსწრეს თურქეთში მათ რეისს და შემდეგი რეისით ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძემ.

რაც შეეხება კითხვას, უკრაინის დაზვერვის სამსახური იყო თუ არა ჩართული პროცესში, – შალვა კიკნაძის განმარტებით, ავიაკომპანია მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში.

„140 ადამიანი იყო, ვინც ხართუმიდან საზღვრამდე წავიდა და შემდგომ ეგვიპტის პირველივე გაჩერებაზე ეს ხალხი გადანაწილდა, ყველას დახვდა თავისი საელჩო. იქ იყვნენ უკრაინელები, ასევე ეგვიპტელები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დარჩენილია 13 თანამშრომელი, „მაი ვეის“ წარმომადგენელი. თითქმის შეუძლებელი იყო ყველას ერთად, ერთ რეისზე მოხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იყო ადგილები. ისინი ხვალ ჩამოვლენ“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს, ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხართუმში. ავიაკომპანიის ცნობით, მას შემდეგ „ჯეო სქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა