თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა ნაცვლიშვილი - შალვა პაპუაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის ძირეული პრინციპები

ნახვები: 540 ანა ნაცვლიშვილი - შალვა პაპუაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის ძირეული პრინციპები

როგორც ერთპიროვნულად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო პაპუაშვილმა საკითხი, ასევე ერთპიროვნულად მიიღოს ახლა გადაწყვეტილება და დააბრუნოს საკითხი განხილვაზე, ჩვენ ამას არ მოვითხოვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება და პაპუაშვილი და დანარჩენი ლიდერები სამართლებრივად გაფორმდებიან როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებლები.

„ეს არის მათ შორის ნერვების ომი და ბოლო დღეებია ხედავთ, რომ ამ ნერვების ომში „ქართული ოცნება“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, მიხარია ძალიან, ასე გააგრძელონ! ის, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იქცევა და კანონის დარღვევით მოქმედებს, არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამაც კანონის დარღვევით უნდა იმოქმედოს, არავითარ შემთხვევაში. თუ ისინი კანონს ვერ კითხულობენ, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამაც დაივიწყოს კანონი. ძალიან მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ. ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას. როგორც ერთპიროვნულად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო პაპუაშვილმა საკითხი, ასევე ერთპიროვნულად მიიღოს ახლა გადაწყვეტილება და დააბრუნოს საკითხი განხილვაზე, ჩვენ ამას არ მოვითხოვთ, რადგან მან გადადგა უკანონო ნაბიჯი, მას არ ჰქონდა ამ საკითხის ამოღების უფლება. ახლა ჩვენ რომ დავაყენოთ ეს საკითხი, ეს რას ნიშნავს? რაც გააკეთა სწორია? - არა! მან დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის ძირეული პრინციპები! ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება, გაფორმდეს ახლა უკვე სანქციების კონტექსტში პაპუაშვილი და დანარჩენი ლიდერები სამართლებრივად, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებლები, ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის. პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა