ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

მამუკა მდინარაძე - „ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის“ შესახებ კანონპროექტის მიღება „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება

ნახვები: 506 მამუკა მდინარაძე - „ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის“ შესახებ კანონპროექტის მიღება „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება

„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. რატომ არ განიხილება, ამას თავისი არგუმენტები აქვს. მათ შორის, მთავარი – სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა, „რადიკალების წისქვილზე დაასხას წყალი“.

„მეორე პრაგმატული არგუმენტია, რომ ეს შეიძლება, აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავიანთ ნარატივს; მესამე, მე პირადად და ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, ყველას ერთად, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა – სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება, შემდეგ გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება, მართალი აღმოჩნდეს ან მართალი არ აღმოჩნდეს. პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, ჯობია, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა დავუპირისპიროთ. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მისაღებია და შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი, ამიტომ ჩვენთან არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ფრიდონ ინჯიამ განაცხადა: „30 აპრილის აქციაზე ვიყავი, ჩამოვწერე მოთხოვნები და მიმართულებები, რაც იქ დააყენეს, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტებს მოვამზადებ, ასევე, ლგბტ თემა. კანონპროექტს მოვამზადებ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეზღუდავს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა