თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვანო პავლიაშვილი

ნახვები: 1990 ვანო პავლიაშვილი

სახელი, გვარი - ვანო პავლიაშვილი

დაბადების წელი - 1976 წელი

მედიასაშუალება - „ნიუპოსტი“

პოზიცია - რედაქტორი

მედიასაშუელები, სადაც გიმუშავნიათ - იმდენია, ვერ ჩამოვთვლი...

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 1990 წელს. მაშინ მე-9 კლასელი ვიყავი, ჩემს რაიონში, სადაც დავიბადე, გაზეთი - „ახალგაზრდული ალიანსი“ გამოდიოდა. პიდაპირ შტატიან კორესპონდენტად ამიყვანეს...

თქვენი პირველი მასალა? - ჩემი სოფლის საკრებულოს თავმჯდომარესთან ინტერვიუ, რომელიც რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა. მაშინ მე-8 კლასში ვსწავლობდი...

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - არა.

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ობიექტურობა.

ვინ მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესო რესპონდენტად? - ლელა ჯეჯელავა

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ყველა ექსკლუზივი მახსოვს, ასეთი კი 30-წლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში ძალიან ბევრი ყოფილა.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - ასეთი დღე არ მახსენდება.

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - როცა საინტერესო ინტერვიუს, ან მასალას ვაკეთებ.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - როცა ვხვდები, რომ რუსული იდეოლოგია პროდასავლურით არის შეფუთული.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – ორივე მნიშვნელოვანია.

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ბიძინა ივანიშვილი.

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - შევარდნაძის ხელისუფლება.

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპოდენტი? - ჟურნალისტი.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - იგორ გიორგაძე და ყველა პრორუსი.

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? - თუ ახლობელს რამე პრობლემა ჰქონია, მიცდია, გავრკვეულიყავი ვითარებაში.

რაზე გწყდებათ გული? - არაფერზე.

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? - პირად ცხოვრებაზე.

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? - გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარი.

რისი გეშინიათ? - ბევრი რამის.

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – „დაინგრა“

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი.

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - საშუალო ან უფრო დაბალი.

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ნინო ჟიჟილაშვილი.

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? - ნეგატივი.

რა აკლია ქართულ მედიას? - პროფესიონალიზმი და ინდივიდუალურობა.

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? - არც ერთს.

რადიო, რომელსაც უსმენთ - „ფორტუნა“

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - აღარ ვკითხულობ.

რჩეული ონალინ გამოცემა - არ მაქვს.

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ბევრი ფაქტორის გამო.

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – დიდი დოზით.

რა გაღიზიანებთ? - არაპროფესიონალიზმი.  

რა გახარებთ? - ბევრი რამ.

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - ნორმალური. 

რას არ პატიობთ კოლეგას? - ამაზე არ მიფიქრია.  

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - როგორ გახდა საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო მინისტრი.

რა არის მთავარი სიმართლე თუ სამართლიანობა? - სამართლიანობა.

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ზოგჯერ ვერა.

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ხალხი არავის ენდობა.

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - ვითარებას გააჩნია.

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ბიზნესი.

რა არის მედიასტანდარტი? - არ მიაყენო პირადი შეურაცხყოფა არავის.

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - როდის ჰქონდა?

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - ვისაც უნდა, იჯდეს.

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - ჩემთვის არავინ.

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - ესეც ქართული რეალობის თავისებურებაა.

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - ორივე.

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - არ ჩაერიოს პირად ცხოვრებაში.

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - ასეთი კითხვა არ არსებობს.

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - არა.

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - ფანტაზიის ნაკლებობის გამო.

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ინფორმირებულობა.

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - ნებისმიერი ობიექტურობა ძალიან სუბიექტურია.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - აქვს.

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - არა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა