კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს

ნახვები: 591 ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, დავით არახამია წუხს საქართველოს ბედზე და არასდროს დაუმალავს ეს თავისი პოლიტიკური საქმიანობის დროს.

„დავით არახამია არის ქართველი, ის არის აფხაზეთიდან დევნილი. ცხადია, მას აინტერესებს, წუხს საქართველოს ბედზე და არასდროს დაუმალავს თავისი პოლიტიკური საქმიანობის დროს. რუსეთთან რომ იბრძვის, რუსეთთან რომ ომშია უკრაინა და მაღალ თანამდებობაზე არის არახამია, იმ პირობებში, როცა ეს ადამიანი აფხაზეთიდან დევნილია, აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია, უნდოდეს თავისი ქვეყნის ძლიერება, საერთო მტრის – რუსეთის დამარცხება. ამიტომ ქართველი არახამიას ფეისბუქგვერდიც თუ იქნება ქართულად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მეტიც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილ არახამიას აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად გვყავს ეს მტერი – რუსეთი და რუსეთი აღარ არის მარტო ორი ან სამი ქვეყნის მტერი, ეს არის ცივილიზებული სამყაროს, მშვიდობის მტერი. ამიტომ საქართველოს არახამიას, ქართველის, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანის დახმარება ნამდვილად სჭირდება. რა კონკრეტული გადაწყვეტილება ექნება, ჩემთვის უცნობია, მას ჰკითხეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა