კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ევროკავშირის შეთავაზებას და იმუშავებენ ერთად, რათა დაყონ თურქეთი, როგორც ეს ადრე გვინახავს

ნახვები: 666 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ევროკავშირის შეთავაზებას და იმუშავებენ ერთად, რათა დაყონ თურქეთი, როგორც ეს ადრე გვინახავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრას მართავს.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა მისი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი გაატარებენ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დასავლეთს სურდა და ერდოღანი უარს ამბობდა, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც იგულისხმება.

„ისინი მიიღებენ ევროკავშირის შეთავაზებას და იმუშავებენ ერთად, რათა დაყონ თურქეთი, როგორც ეს ადრე გვინახავს. ისინი მუნიციპალიტეტებს, სადაც ჩვენ რწმუნებულები დავნიშნეთ, ტერიტორისტულ ორგანიზაციებს გადასცემენ და მოიწვევენ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ტერორისტებთან კავშირის გამო დავითხოვეთ. ამასთან, ისინი გაატარებენ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დასავლეთს სურდა და მანამდე უარი ვთქვით. როგორც იცით, ჩვენ მტკიცედ დავიცავით თურქეთის ეროვნული ინტერესები ხმელთა შუა ზღვისა და ეგეოსის, ნატო-ს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისინი ყველაფერს ჩააბარებენ დასავლეთს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკას ეხება. ბატონმა ქემალმა განაცხადა, რომ ის წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ის გააკეთებს იმას, რაც ბაიდენს სურს. შეასრულებთ თქვენ ბაიდენის ბრძანებებს? ბაიდენმა ერდოღანის მოცილების განკარგულება გასცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ბაიდენს პასუხი გასცეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე დაგმო ქილიჩდაროღლუს მიერ გამოთქმული მოსაზრება თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა