კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - წერტილი დაესვა წელიწადნახევრიან ფეიქკამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და თავისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ქვეყანას

ნახვები: 525 მამუკა მდინარაძე - წერტილი დაესვა წელიწადნახევრიან ფეიქკამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და თავისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ქვეყანას

როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სტრასბურგში გავლენები არ აქვთ და რეალურად, წერტილი დაესვა წელიწადნახევრიან ფეიქკამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და თავისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხდაა.

მდნარაძის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ხდება ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რათა ტყუილები დააჯერონ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

„წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი მილიონ დოლარს შეადგენდა, იმის იქით სტატიებიც ჰქონდათ, ისტერიაც ვნახეთ, მათ შორის სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია, რომ პრეზიდენტს კლავენ. ყოფილი პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაში, თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, რაც არ არის რეალობა, რაც არ გამომდინარეობდა სიმართლისგან. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს, ჩვენ მათ მოვიხსენიებთ ხოლმე გლობალურ ომის პარტიად და ასე შემდეგ, სტრასბურგში გავლენები არ აქვთ, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით და რეალურად, წერტილი დაესვა წელიწადნახევრიან ფეიქკამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და თავისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ჩვენს ქვეყანას. ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. ეს არის სამწუხარო, ეს არის ის, რის შედეგებსაც ალბათ ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ მეტნაკლებად ამისი გაკეთება შეიძლება, რადგან სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა. ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, თქვა რომ ყველაფერი, რაც ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ცალსახა ტყუილი იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა