ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება

ნახვები: 447 თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება

თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,24% აქვს. მან 26 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ამასთან, ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში – ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში.

მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ – 45, 06%-ით. მან 23 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,28%-ით. მას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ახლა საკანონდებლო ორგანოში 266 დეპუტატი ეყოლება. მმართველი პარტიის შედეგი წინა არჩევნებთან შედარებით, გაუარესებულია, თუმცა კოალიციაში შემავალ პარტნიორებთან ერთად, ერდოღანს ახალ პარლამენტში 323 დეპუტატი ეყოლება და უმრავლესობას შეინარჩუნებს.

თურქეთში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. პარტიებს საოლქო კომისიებში შედეგების გასაჩივრების ვადა 16 მაისის ჩათვლით აქვთ, რომლებსაც უზენაესი საარჩევნო საბჭოს წევრები განიხილავენ. 19 მაისს კი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოქვეყნდეს. აღნიშნული შედეგები თუ არ შეიცვლება, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 28 მაისს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა