Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებით და საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებული

ნახვები: 496 სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებით და საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებული

საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, – ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების, თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან, თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა