ექიმი - ჟურნალისტ გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა
ევროკავშირის ელჩი - ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ
პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული
ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია

კობა ბენდელიანი

15.05.2023 ნახვები: 3151

სახელი, გვარი - კობა ბენდელიანი

დაბადების წელი - 1962

მედიასაშუალება - „ინტერპრესნიუსი“

პოზიცია - ჟურნალისტი

მედიასაშუელები, სადაც გიმუშავიათ - აფხაზეთის ტელევიზია, ტვ „კავკასია“, საზოგ. მაუწყებელში - „ალიონი“ - „ალიონიექსპრესი“ „მოამბე“- „მოამეექსპრესი“,  „ინტერპრესი“

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - 1992 წლის 17 აგვისტო

 

თქვენი პირველი მასალა? - 1992 წლის 18 აგვისტო

 

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - სამწუხაროდ, არა

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ვითარებაში, როცა საზოგადოება თავად ვერ გარკვეულა რა უნდა, საზოგადოების დაკვეთაზე საუბარი ჭირს. თუ რაიმე ტიპის „დაკვეთაზე“ შეიძლება საუბარი, მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დაკვეთაზე

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ძალიან ბევრ ვინმეს

 

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ასეთი ძალიან ბევრი იყო.

 

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - 1993 წლის 27 სექტემბერი და 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები

 

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - ისეთი დღეები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის მგრძნობიარე დღეებია

 

 

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - ჟურნალისტიკაში მთავარი მგონია წესიერება და პრინცუპულობა. ეს ის საკითებია, რაშიც რეალურად ზღვარი არ და ვერ იარსებებს

 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – იყო მართალი

 

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ასეთები ძალიან ბევრია

 

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - შევარდნაძის

 

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? საინტერესო და კარგი რესპოდენტი საშუალებაა რომ საინტერესო მასალა გამოვიდეს

 

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ასეთები სამწუხაროდ ძალიან ბევრნი არიან. რაც მეტი დრო გადის, სამწუხაროდ, მათი რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება

 

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – იშვიათად, მხოლოდ მაშინ როცა სხვა გამოსავალი არ იყო

 

რაზე გწყდებათ გული? - ბევრ რამეზე, გრძელი სასაუბროა

 

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – ძალადობისა და ფაშისტური თუ სხვა ექსტრემისტული განცხადებების შემცველ მასალას

 

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი

 

რისი გეშინიათ? –  იმის რომ ქვეყანამ არ შეიცვალოს დასავლური საგარეო კურსი

 

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – „დაინგრა“ და „აშენდა“ ამ თანმიმდევრობით

 

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? ნეგატივი მეტია

 

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - საკმაოდ მაღალია

 

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ზეგავლენებისგან თავისუფალ კოლეგას. ასეთების რაოდენობა რაც მეტი დრო გადის, სამწუხაროდ, სულ მცირდება

 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – პროპაგანდა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან

 

რა აკლია ქართულ მედიას? – ფინანსები, გარდა ამისა, პრინციპულობა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად პროფესიონალიზმი

 

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – სამწუხაროდ, ვალდებული ვარ შეძლებისდაგვარად ყველას ვადევნო თვალი

 

რადიო, რომელსაც უსმენთ - იშვიათად ისიც ტრანსპორტში, ფავორიტები ნამდვილად არ მყავს

 

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - თუ ქართულ მედიაზეა საუბარი შეძლებისდაგვარად ვცდილობ ყველაფერს ვადევნო თვალი

 

რჩეული ონალინ გამოცემა - ძალიან ბევრი, კონკრეტულად არც ერთს არ გამოვყოფდი

 

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს და ახლაც ასეა. ბიზნეს ურჩევნია ხელისუფლებასთან იყოს კარგ ურთიერთობაში, ვიდრე პრესასთან

 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – სამწუხაროდ, საკმაოდ დიდად. ასეთად არ მივიჩნევ იმ ადგილს სადაც ვმუშაობ, ანუ „პალიტრამედიას“

 

რა გაღიზიანებთ? - თუ ჟურნალისტიკაზეა საუბარი უპრინციპობა, უტიფრობა, გაუნათლებლობა, ხშირად თემის სიღმესეულად არცოდნა, ყველაფერზე წასვლის შემთხვევები

 

რა გახარებთ? - კარგ რესპოდენტებთან ურთიერთობა. საბედნიეროდ, ასეთი რესპოდენტები საკმაოდ ბევრნი არიან.

 

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - მხოლოდ კოლეგიალური

 

რას არ პატიობთ კოლეგას? – უტიფრობას, სიყალბეს და უპრინციპობას

 

რას ნანობთ? - ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ იმას არა, რომ 31 წლის წინ შემთხვევით მოვხდი ჟურნალისტიკაში

 

რითი ხართ კმაყოფილი? - სამწუხაროდ, ბევრი არც არაფრით

 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სიმართლემ უნდა განსაზღვროს სამართლიანობა, ასე რომ პირველის გარეშე მეორის არსებობა წარმოუდგენელიც კია

 

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - რასაც ვაკვირდები, რაც უფრო მეტი დრო გადის, სამწუხაროდ,  არა და ვერა

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხალხის დამოკიდებულება პრესის მიმართ საგრძნობლად შეცვლილია. ხალხის ნაწილი მედიის გარკვეულ ნაწილს ენდობა, მეორე ნაწილი მეორე ნაწილს, ძალიან ბევრი არც ერთს.

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - მხოლოდ ფრანგმენტალურად

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - მედია უპირველესად ბიზნესია, რომელიც ჟურნალისტიკას საშუალებას აძლევს იარსებოს. სკანდალური ჟურნალისტიკაც ჟურნასლიტიკის ნაწილია, გააჩნია რამდენად შეესაბამება იგი ჟურნალისყურ სტანდარტებს

რა არის მედიასტანდარტი? - მედიასტანდარტი ის საფუძველია, რომლითაც ჟურნალისტიკა უნდა ხელმძღანელობდეს. სამწუხაროდ, ეს სდანდარტები ძალიან ხშირად ირღვევა

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - იმიტომ დაავიწყდა, რომ ეს დღევანდელ მსოფლიო მედიაშიც ტენდენციაა. ჩვენც ვცდილობს „არ ჩამოვრჩეთ“ ამ ტენდენციებს

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - ძალიან ბევრია ასეთი. მათ განათლება აშკარად არ აკლიათ, მაგრამ ჩემი აზრით, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ხალხს „მოძღვრავდეს“.

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - „კოლეგიურობის“ გამო

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? -  ასეთებად ძალიან ბევრი ცდილობს იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ და ვერ არიან

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - მე მგონი ასეთი „დედები“ და „მამები“ კარგა ხანია არ არსებობენ

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - სამწუხაროდ, აკედემიურ ჟურნალისტიკას მაღალი რეიტინგი არ აქვს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ამგვარი ვითარება შეიცვლება

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - ექსკლიუზივი კარგია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჟურნალისტმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც არც მას და არც ჟურნალისტიკას არაფერს არგებს

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - ისეთი კითხვები, რაც მის რესპოდენტს პირად ცხოვრებას ეხება

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - არსებობს, მაგრამ მე მათ „დოგმას“ არ ვუწოდებდი, ალბათ უფრო ჟურნალსტურ სტანდარტებს, რომელიც ძალიან ხშირად ირღვევა

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - იმიტომ რომ ასეთ ტელევიზიებს ერთნაირი სარედაქციო პოლიტიკა აქვთ

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? -საზოგადოების  ინფორმირება პრესის უმთავრესი ფუნქცია, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ხშირად მედია პროპაგანდისტის ფუნქციას ითავსებს

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - ყველანაირ მედიაში შეხვდებით ობიექტურ მასალებს. ობიექტური ჟურნალისტიკა უპირველესად დაბალანსებულობით გამოირჩევა

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - რა თქმა უნდა, აქვს. ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით არჩევნების დროს ეს ხშირად გვხვდება კიდეც, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ისინი მათ მიერ მხარდაჭერილ და არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მაქსიმალური სიმკაცრით ადევნებენ თვალს და აკონტროლებენ.

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - ვთვლი, რომ ჟურნალსიტიკა სპეციალობა არაა, ის უფრო ხელობაა. უნივერსიტეტებში სპეციალობას ეუფლებიან. რადგან ვთვლი რომ ჟურნალისტიკა სპეციალობა არაა, ალბათ ასეთი ფაკულტეტი არც უნდა იყოს. მაგრამ, ახლა კომუნიკაციის ისეთი ტექნოლოგიებია შემოსული, მათი სწვალა მხოლოდ უნივესრიტეტებშია შესაძლებელია. ამიტომ, უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის არსებობა გამართლებულიც კია.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა