პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო
ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს
გარემოს ეროვნული სააგენტო - 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს
ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
სებ - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა, იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

"ჯიპიაი ჰოლდინგის" დაზღვევის შეძენა, უკვე საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებშია შესაძლებელი

05.11.2020 ნახვები: 725

"ჯიპიაი ჰოლდინგის" დაზღვევის შეძენა საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში უკვე შესაძლებელია.

"ჯიპიაი ჰოლდინგის" ინფორმაციით, კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მომხმარებელს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში მარტივად შეუძლია შეარჩიოს სასურველი პაკეტი და რამდენიმე წუთში გაიფორმოს ჯიპიაის ავტოდაზღვევის, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის, ბინის დაზღვევის ან სამოგზაურო დაზღვევის პოლისი.

ჯიპიაის ავტოდაზღვევა ყველა გავრცელებული რისკისაგან დაგაზღვევთ: ავარია, ქურდობა, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქია და სხვა. კომპანიის ზარალების რეგულირების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და გამოირჩევა სწრაფი და კომფორტული მომსახურებით. ჯიპიაიში ავარიის შესახებ განაცხადის გაკეთება და ანაზღაურების მიღება ონლაინ არის შესაძლებელი. 1000 ლარამდე ზარალი კი დაზღვეულს ადგილზე უნაზღაურდება. ავტოდაზღვევის მიღება მომხმარებელს პოლისის დადასტურების შემდეგ, სერვისცენტრშივე შეუძლია.

მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის პოლისი მაშინ იცავს მძღოლს ფინანსური რისკებისგან, როცა მძღოლის ბრალეულობით ზიანდება სხვა პირის ავტომობილი, ჯანმრთელობა ან ქონება. ჯიპიაიში ამ პაკეტით დაზღვეულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი მომსახურებით.

ბინის დაზღვევა, იგივე პოლისი კომფორტით დაზღვეულია მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა გათბობის სისტემების დაზიანება, კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ხანძარი, აფეთქება, ქურდობა და სხვა. ამ პოლისით ანაზღაურდება რემონტის, ტექნიკის და ავეჯის შეცვლის ხარჯები.

სამოგზაურო დაზღვევის ღირებულება დღეში 1 ლარია და ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია და სხვა. პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EU/USD ფარგლებში.

"ჯიპიაი ჰოლდინგის" სადაზღვევო პაკეტების შეძენა საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში შეგიძლიათ.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა