კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება

ნახვები: 592 ემანუელ მაკრონი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მონღოლეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უმთავრეს პრიორიტეტად უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნება დაასახელა და აღნიშნა, რომ ომი ეხება საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყნის სტაბილურობას.

მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონმა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების საკითხებიც განიხილა.

„პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად თქვენი ქვეყნისთვის კრიტიკული ლითონების მიწოდებით, რომელიც მოიცავს პროექტებს, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დაცვით. ამ მხრივ, ფრანგულ ატომურ ენერგეტიკულ კომპანია „ორანოსთან“ პარტნიორობა სტრუქტურული ელემენტია. ჩვენ მივიღეთ საგზაო რუკა ენერგეტიკული გადასვლისა და თქვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას განახლებად ენერგიებზე, ჩვენს მთავრობებს შორის ბირთვულ საკითხებში თანამშრომლობას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა