კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილ ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტში მონაწილეობს

ნახვები: 534 ირაკლი ღარიბაშვილ ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტში მონაწილეობს

მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან დიასამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელ სამიტზე ძირითადი თემები იქნება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები.

„მოლდოვაში სტარტს იღებს ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად. სამიტზე ასევე მონაწილეობს 50 ევროპული ქვეყნის ლიდერი. აღსანიშნავია, რომ სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ევროპაში არსებული გამოწვევების განსახილველად. ძირითადი თემები წლევანდელ სამიტზე იქნება ენერგეტიკა და უსაფრთხოების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან. ასევე მონაწილეობას მივიღებთ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე“, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა