კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

ნახვები: 591 შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის თავმჯდომარესთან, ჟერარდ ლარშესთან. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე. ჟერარდ ლარშემ საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას და აღნიშნა, რომ მისი წვლილი გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განუზომელია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და წლების მანძილზე არსებული ისტორიული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა