ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია

ნახვები: 647 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები ზვიად შალამბერიძე და გიორგი გუგუჩია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი.

პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. მათივე ცნობით, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.

როგორც ოთარ სამუგიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახვდეთ, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. შამუგიას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1 200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

„დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შარშან, დაახლოებით 120 000 ჰექტრით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბუნების დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ასევე, ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. გასულ წელს, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი, ხუთი თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 50%-ით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1 200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. გასულ წელს დავიწყეთ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერის 3D განათების პროექტი, რაც უკვე დასრულდა და ვიზიტორებს უკვე საშუალება აქვთ, ღამის საათებში დაათვალიერონ ძალიან ლამაზი სანახაობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღეიდან მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა მარტვილის კანიონზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა ოკაცეს ჩანჩქერზე უფასოდ შეძლებს იმოგზაუროს 3D განათების ფონზე.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა