Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ზეთი 40.7%-ით გაძვირდა, პური - 13.2%-ით, შაქარი 16.6%-ით - ფასების ზრდა ბოლო 1 წელში

ნახვები: 438 ზეთი 40.7%-ით გაძვირდა, პური - 13.2%-ით, შაქარი 16.6%-ით - ფასების ზრდა ბოლო 1 წელში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი - 40.7%;

ბოსტნეული და ბაღჩეული - 38.2%;

რძე, ყველი და კვერცხი - 17.1%;

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.6%;

პური და პურპროდუქტები - 13.2%;

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 12.6%;

თევზეული - 11.5%;

ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10.4%;

ყავა, ჩაი და კაკაო - 7.1%.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3%-ით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8%-იანი მატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 14.6%;

საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.1%;

წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%;

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა